ახალციხის N7 საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს ტრენინგში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
01-11-2023

ახალციხის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კარკაძე და პედაგოგები კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებები არიან. ისინი სხვადასხვა ტრენინგსა და შეხვედრას აქტიურად ესწრებიან და ცოდნას ყოველდღიურად იმაღლებენ. მიღებულ გამოცდილებას კი მოსწავლეებს უზიარებენ და სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებენ.

ამჯერად, ისინი ტრენინგს - „უსინათლო მოსწავლის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“ ესწრებოდნენ.

დირექტორი და პედაგოგები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ნაყოფიერი ტრენინგ-მოდულისათვის მადლობას უხდიან.

„ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერებს ეთერ დათუაშვილსა და გურანდა ჯამათაშვილს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მსგავს ტრენინგებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203