განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში მონდომებით მონაწილეობდნენ 
01-11-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ და შემეცნებით კონკურსებში აქტიურად ერთვებიან.

სკოლის დირექტორის - ლამარა კოხრეიძის ინიციატივით, ისინი კლვავაც აქტიურად მონაწილეობდნენ გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შემოდგომის სეზონზე.

შიდასასკოლო ტური, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განსაკუთრებული ინტერესით ჩატარდა.

სკოლის მოსწავლეთათვის გამართულ გუნდურ-ინტელექტუალურ თამაშს სკოლის მასწავლებლები ორგანიზატორობდნენ.

„ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობდნენ წამყვანის გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა ზოგადი, შეკითხვები კი ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე დაფუძნებული გახლდათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა კონკურსზე სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებული გუნდებიც გამოვლინდნენ, რომლებსაც სერტიფიკატები გადაეცათ.

დირექტორი - ლამარა კოხრეიძე მადლობას უხდის თამაშის ორგანიზატორებს და მასწავლებლებს - ხათუნა ჭყოიძეს, ქეთი ზოიძეს და ნ. მახარაძეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203