ჭვინთის ახლადრეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
01-11-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთათვის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი, რეაბილიტირებულ სკოლაში დაიწყეს, 15 სექტემბრის ემოციები კი- დღემდე მოჰყვებათ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სოფელ ჭვინთაში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

აღსანიშნავია, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა შენობის შიდა ინტერიერი და გარე ფასადი. გაკეთდა ახალი ხის კარები, ხის იატაკი, შეილესა სკოლის გარე და შიდა კედლები, საკლასო ოთახებში კი სანათები დამონტაჟდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203