„მათემატიკა და მედიაწიგნიერება“ - საინტერესო პროექტი ეკის საჯარო სკოლაში 
01-11-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში განხორციელდა პროექტი - „მათემატიკა და მედიაწიგნიერება“, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევას, მსჯელობა-დასაბუთების უნარების გააქტიურებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, პლაკატები, მოხატეს სკოლის ეზო და  მედიაწიგნიერება მათემატიკური ამოცანების ამოხსნა - წარმოდგენა-დასაბუთებაში გამოიყენეს​. 

აღსანიშშავია, რომ პროექტს ხელმძღვანელობა მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი - ხათუნა ფირცხალავა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203