ხანდოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ემოციური სიტყვებით მიულოცეს 
01-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

მოსწავლეებმა, საყვარელ პედაგოგებს სიყვარულითა და დიდი პატივისცემით გაჯერებული ემოციური სიტყვებით მიულოცეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა თითოეული სიტყვა ლექსსა თუ სიმღერაში მადლიერებას და სიყვარულს გამოხატავდა.

მადლიერი მოსწავლეები და მათი ყურადღებით გახარებული პედაგოგები, მუსიკა, ცეკვა და დიდი ზარ-ზეიმი - ასეთი იყო მასწავლებლის ეროვნული დღე ხანდოს საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203