
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა არქეოლოგების როლში, პალეოლითისა და ნეოლითის ხანის არტეფაქტები შეისწავლეს.
საინტერესო აქტივობაზე, მოსწავლეებმა პედაგოგ - მაიკო ვახანიას ხელმძღვანელობით იმუშავეს.
როგორც სკოლაში უწოდებენ, ნორჩმა არქეოლოგებმა, პალეოლითისა და ნეოლითური საზოგადოების ნაკვალევი აღმოაჩინეს.
„მკვლევარებმა“, აღმოჩენილ არტეფაქტებზე დაყრდნობით კვლევა ჩაატარეს და ისაუბრეს: რას საქმიანობდნენ იმ ხანის ადამიანები, როგორი საბრძოლო თუ სამუშაო იარაღები ჰქონდათ, როგორ ვითარდებოდნა კაცობრიობა პირველყოფილი საზოგადოებიდან დღემდე.
იხილეთ ფოტოები: