
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ.
თამაში - „რა? სად? როდის?“, მე-9, მე-10, მე-11,მე-12 კლასის გუნდებს შორის ჩატარდა და მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და ინტელექტში შეეჯიბრეს.
დაძაბული თამაშისა და კონკურენტული გარემოს მიუხედავად, სკოლის ინტელექტუალი მე-12 კლასის გუნდი გახდა.
აღსანიშავია, რომ თამაშს პედაგოგი - დარეჯან ქარდავა ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: