„ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა“ - აზავრეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასელების საინტერესო აქტივობა 
01-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პედაგოგები, სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-11 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა თემაზე - „ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა“ იმუშავეს.

გაკვეთილზე მათ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე და დანიშნულება დაუბრუნეს.

როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, ახალი ნივთების დასამზადებლად მათ გამოიყენეს: სამი ნათურა, ქაღალდის ჭიქები, ძაფი, ნემსი, პატარა ყვავილები, მუყაოს ქაღალდი, ფოთოლი, წებო, გუაში, მაკრატელი, წებოვანი ლენტი, სილიკონი, ძველი კაბა, საკიდი.

ეს ყველაფერი მათ ერთ გაკვეთილზე მოამზადეს. ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს

აქტივობაში მთელი კლასი მონაწილეობდა.

„ამის მიუხედავად, საჭირო იყო შრომა, მოთმინება, იდეა და ერთიანობა“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203