სენაკის N7 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ
01-11-2023

სენაკის N7 საჯარო სკოლაში პროფესიაზე შეყვარებული და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებენ და სწავლის მიმართ სიყვარულს უღვივებენ.

სწორედ ამიტომ, სკოლის ღვაწლმოსილი, დამსახურებული და წარმატებულ პედაგოგები: მზია ბარქაია, ლია ბუკია და ნონა მაჭარაძე მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აღნიშნული ჯილდო მათ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა - დარეჯან ზარანდიამ გადასცა.

სკოლაში პედაგოგების მიღწევით ამაყობენ და მათ კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203