ზიკილიის საჯარო სკოლაში სპორტული შეჯიბრი ფრენბურთში ​გაიმართა
01-11-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში, სპორტის მასწავლებელის კონსტანტინე ტეფნაძის ინიციატივით სპორტული ღონისძიება გაიმართა. 

სკოლაში, შიდასასკოლო შეჯიბრი - ფრენბურთში გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში სკოლის მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები აქტიურად ასპარეზობდნენ, ტურნირი კი მე-10 კლასის მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა. 

აღსანიშნავია, რომ დაძაბული შერკინებისა და კონკურენციის მიუხედავად, მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოაჩინეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203