ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს
01-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში პედაგოგის როლი და ღვაწლი დაფასებულია.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შემოდგომის ერთი ჩვეულებრივი დღე საყვარელ მასწავლებლებს შთამბეჭდავი ღონისძიებით გაუფერადეს.

„ზარი დაირეკა და ბავშვები სამასწავლებლოში შემოვიდნენ  „სამაიას“ როკვით, პლაკატით - „მადლობა, მასწავლებელო!“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა აღნიშნულ დღეს წაიკითხეს ი.ნონეშვილის უკვდავი ლექსი - „მასწავლებელი“, პედაგოგებს საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები, ტორტი მიართვეს და გაახარეს.

მოსწავლეებმა ასევე მასწავლებლის პროფესიის შესახებ ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს იმ შრომისთვის, რომელსაც მათ განათლებაში დებენ.

„2023 წლიდან 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღესასწაულია, თუმცა ყოველი დღე მასწავლებლისაა, როცა მოსწავლეების სიყვარულითა და ნდობით სავსე გამოხედვას გრძნობენ“, - ამბობენ სკოლაში.

ეს დღე მოსწავლე-მასწავლებელთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

„ასეთი სიყვარულიანი 27 ოქტომბერი ჩაიწერა ალათუმნის საჯარო სკოლის ისტორიაში“, - ასე აფასებენ აღნიშნულ დღეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203