ალერტკარისა და ურთის საჯარო სკოლების მოსწავლეები სასწავლო ლაშქრობაში მონაწილეობდნენ 
01-11-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარისა და ურთის ​საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ლაშქრობაში ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ ლაშქრობა ალერტკარის საჯარო სკოლის დირექტორის -  ნუკრი ბერიშვილის, ურთის  ​საჯარო სკოლის სკოლის დირექტორის  - ნინო ზაქარაიასა და  ყულიშკარის საჯარო სკოლის დირექტორის -  ნანა აბსავას ხელშეწყობით გაიმართა. 

სამივე სკოლის ერთობლივ ინიციატივას მოსწავლეების დიდი სიხარულითა და შემართებით შეუერთდნენ.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო-შემეცნებითი ლაშქრობა ურთის მთის ჯეგეთას მონაკვეთზე გაიმართა. 

მოსწავლეები ერთმანეთს გაეცნენ, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ და როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, სასიამოვნოდაც დაიღალნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლებმა სამომავლოდაც დაგეგმეს თანამშრომლობა და სხვადასხვა აქტივობების გამართვა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203