ციხისძირის საჯარო სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო კონფერენციაზე წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
01-11-2023

ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მასწავლებლები სხვადსხვა საგანმანათლებლო პროექტსა თუ კონფერენციაში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, თავი მუნიციპალურ მასწავლებელთა კონფერენციაზე - „ჩემი ერთი გაკვეთილი“, წარმოაჩინეს. 

კონფერენცია, 30 ოქტომბერს, ქობულეთის მერიის ორგანიზებით სასტუმრო „ჯორჯია პალასში“, ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციაზე წარდგენილი იყო 9 მომხსენებელი/მასწავლებელი, საინტერესო პრეზენტაციებით, სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფიდან. 

აქედან სამი მასწავლებელი: დალი თურმანიძე, რუსუდან ხინიკაძე და ხათუნა ღაღანიძე, სანიმუშო ათეულში მოხვდნენ და საჩუქრად დიპლომი და ფულადი პრემია (300 ლარიანი ვაუჩერი) გადაეცათ. 

სკოლაში ამაყობენ მასწავლებლების წარმატებით და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„უდიდესი მადლობა ქობულეთის რესურსცენტრსა და მუნიციპალიტეტის მმართველობას  ნდობისა და აღიარებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203