ეფრემოვკის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს კვირეული მიეძღვნა 
01-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. 

მოსწავლეებს  იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ქართული ენის მასწავლებლები ესაუბრნენ.

მოსწავლეებმა, გოგებაშვილის მოთხრობები წაიკითხეს, მრავალფეროვანი პოსტერები დაამზადეს და ეს დღე სასიამოვნოდ გაატარეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კვირეული მოსწავლეებისთვის საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203