იისფრად მორთული საკლასო ოთახი და თვალებაციმციმებული პირველკლასელები - მრავალფეროვანი პროექტი სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში
01-11-2023

სამტრედიის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - ირმა გაგუამ პირველი კლასის მოსწავლეებთან ერთად, პროექტი  - „აი ია, აი წიგნი“, განხორციელდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს და აღნიშნეს ის დიდ საჩუქარი, რომელიც უძღვნა პატარებს და ერის საუნჯე გახდა.

იისფრად მორთულ საკლასო ოთახში, კორდზე ახლად ამოყრილ იებს წააგავდნენ პატარები - ასე აფასებენ სკოლაში პატარებს, რომლებიც დიდი საზოგადო მოღვაწის შემოქმედებას გაეცნენ.

მოსწავლეები დიდი სიყვარულით წარმოთქვამდნენ - „აი იას“, პედაგოგი კი მათ, დიდი იაკობის სიბრძნეს  უზიარებდა - „წიგნი დასაწყისიდანვე გვაზიარებს ქართული მეტყველების მუსიკას. წინადადებაში ოთხი ხმოვნის მსუბუქი, ჰაეროვანი ჰარმონია შესანიშნავ ბგერითხატს ქმნის“. 

„ქართველებს სამი საფიცარი წიგნი გვაქვს: ბიბლია, ვეფხისტყაოსანი და დედაენა. დედაენა, რომელსაც ქართველმა ერმა ძეგლიც კი დაუდგა“, - ამ სიტყვებით კი დასრულდა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203