
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, საინტერესო აქტივობა შეასრულეს.
ბავშვებმა, განიხილეს ადამიანის უფლება-მოვალეობები, აღნიშნულ თემაზე დაყრდნობით კი კედლის გაზეთი მოამზადეს.
სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - სათენიკ ლაგზიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა გაიაზრეს თავიანთი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და განსაზღვრეს თავიანთი უფლებები.
სკოლაში, გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დანერგვა და ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლება.
იხილეთ ფოტოები: