„წიგნის როლი ბავშვის ცხოვრებაში“ - გუდაურის საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდა
01-11-2023

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მასწავლებლები დაწყებითი კლასებიდან ცდილობენ, მოსწავლეებს წიგნის კითხავა შეაყვარონ და მათში წიგნიერების დონე აამაღლონ

სწორედ ამ მიზნით, მე-3 კლასის ხელმძღვანელმა - შორენა კეკიშვილმა, საინტერესო ღონისძიება - „წიგნის როლი ბავშვის ცხოვრებაში“, ჩაატარა. 

როგორც თავად პედაგოგი გვიყვება, ბავშვებმა ბევრი ისაუბრეს აღნიშნული საკითხის გარშემო, შეკითხვა დაუსვეს ერთმანეთს და საკუთარ თავებს, განიხილეს ლიტერატურისადმი სიყვარული და თავიანთი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. 

მთავარი კითხვა კი გახლდათ - „რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნები?“ 

აღსანიშნავია, რომ პატარები გაეცნენ სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას, ისაუბრეს მათთვის ცნობილი და საყვარელი მწერლების ნაწარმოებების შესახებ.

ერთმანეთს შეეჯიბრნენ საყვარელი ნაწარმოებების მხატვრულ წარმოდგენაში და საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ - „წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია, ის გვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში, გაზრდაში და დახვეწაში. იგი გვაძლევს ცოდნას და გამოცდილებას, ავარჯიშებს ტვინს, აუმჯობესებს მეტყველებას და ზრდის სიტყვების მარაგს, აუმჯობესებს წერის უნარს. ერთ-ერთი ცნობილი ანდაზის მიხედვით „წიგნი არის ყვავილნარი ჯიბეში“. 

ღონისძება ინფორმაციული, შემეცნებითი და ინტერაქციული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203