კულიკამის საჯარო სკოლაში ანბანის შემობრძანებას ღია გაკვეთილი მიეძღვნა  
01-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში, ანბანის შემობრძანებასთან დაკავშირებით საინტერესო ღია გაკვეთილი მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა ანბანეთის მრავალფეროვან სამყაროში დიდი ზარ-ზეიმით შეაბიჯეს და ასო-ბგერებს გაეცნენ და მათი შესწავლა ამაღლებული განწყობით დაიწყეს. 

იასამნისფერი ბუშტები, საგანგებოდ გამოწყობილი მოსწავლეები, მრავალფეროვნად მორთული საკლასო ოთახი - ასე დაიწყო საანბანო პერიოდი კულიკამის საჯარო სკოლაში. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სურვილებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვა, მათი განწყობის ამაღლებისა და მოტივაციის ზრდისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203