
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო შეხვედრები ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელ ანდრიკ ბაღდასარიანსა და VIII-XII კლასის მოსწავლეებს შორის საინტერესო, საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელმა, ანდრიკ ბაღდასარიანმა აღნიშნულ თემებზე მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ბავშვებიც დიდი ინტერესითა და ყურადღებით უსმენდნენ მას.
შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი შეკითხვები გააჟღერეს.
შეხვედრა საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი შეხვედრები და აქტივობები მოსწავლეებს საჭირო ინფორმაციით ამარაგებს.
იხილეთ ფოტოები: