კოკოტაურის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ერთად ჩატარდა 
01-11-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში 27 ოქტომბერს, „შემოდგომის ზეიმი“ და მასწავლებლის ეროვნულ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ერთდროულად ჩატარდა.

ბავშვებმა, პედაგოგის დახმარებით საშემოდგომო ნობათით ლამაზი კუთხე მოაწყვეს. მოსწავლეებმა ასევე თათარაში ჩურჩხელები ამოავლეს, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს გამართულ ღონისძიებაზე ასევე პედაგოგის პროფესიის შესახებ ისაუბრეს, მათი ღვაწლი აღნიშნეს და მადლობა გადაუხადეს შრომისთვის.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ბავშვების მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203