
სენაკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს ინტელექტში შეერკინეს.
კვირეული მესამე კლასის ხელმძღვანელმა - სალომე ანთიამ და მისმა მოსწავლეებმა მოამზადეს და საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, განხორციელებული არაერთი საინტერესო აქტივობა.
მოსწავლეებმა, მოამზადეს პრეზენტაცია და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს, ასევე ითამაშებ - „მოთხრობის ამოცნობა“, შეავსეს კროსვორდი, მოთხრობებში გამოტოვებული სიტყვების ჩასვეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა „დედაენაში“ ნასწავლი, პირველი ლექსების და მოთხრობებიც გააცოცხლეს და თემატური ანიმაციაც იხილეს.
კვირეულის ბოლოსს კი, მოსწავლეებმა კედლის გაზეთის დაამზადეს და სკოლაში განათავსეს.
თამაშებით, შემოქმედებითი აქტივობებითა და შთამბეჭდავი წარმოდგენებით გაჯერებული იყო იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კვირეული ზემო ფოცხოს საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: