
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლაში მასწავლებლის როლი და ღვაწლი დაფასებულია.
სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
ეს დღე მოსწავლე-მასწავლებლებმა საინტერესოდ აღნიშნეს. ბავშვებმა პედაგოგის პროფესიის შესახებ ისაუბრეს, აღნიშნეს თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასწავლებელი მათ ცხოვრებაში და ამისთვის მადლობა გადაუხადეს.
მათ საყვარელი პედაგოგები დაახასიათეს, კედლის გაზეთი შექმნეს და ასეთი ფორმით, დიდი სიყვარულით მიულოცეს ეს დღე.
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
სკოლის დირექტორი თამილა მეგრელი პედაგოგებს დიდი სიყვარულით ულოცავს მასწავლებლის ეროვნულ დღეს.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: