შინდისის საჯარო სკოლა „იაკობობა 2023-ის“ აღნიშვნას შეუერთდა
31-10-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავი განსაკუთრებით აღნიშნეს.
„იაკობობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ღია ცის ქვეშ საშემოდგომო ნობათით ლამაზი კუთხე მოეწყო. აქტივობაში სკოლის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლე-მასწავლებლებლებმა დიდი პედაგოგისა და „დედაენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს. მათ მწერლის ბიოგრაფიიდან საინტერესო მონაკვეთები გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
„დედა ენის“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის, იუბილე ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება. საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი ვარიანში 1840 წელს დაიბადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს