
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღესასწაული და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე შთამბეჭდავად აღინიშნა.
მრავალფეროვანი ღონისძიებები, თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა მოაწყვეს.
საღამო გაჯერებული იყო შთამბეჭდავი აქტივობებით, მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი, სლაიდები, პოსტერები და ბროშურები, გააკეთეს ინფორმაციული პრეზენტაცია, რომელიც სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
ასევე, მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ მშობლები, მასწავლებლები და თემის წარმომადგენლები. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ჩატარდა წარმატებით, მისი ხელმძღვანელების: მზევინარ ტუნაძის, ჯუმბერ ანთაძისა და თინათინ ბურთიკაშვილის დამსახურებითა და ბავშვების აქტიურობით.
სკოლაში, დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა მასწავლებლის ეროვნული დღე და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე.
აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს უფროსკლასელებმა მოირგეს მასწავლებლის როლი და ჩაატარეს გაკვეთილები სხვადასხვა საგანში. ღონისძიებაზე კი გააზიარეს შთაბეჭდილებები თუ რა სირთულეებს წააწყდნენ, რა გამოწვევის წინაშე დგას მასწავლებელი და რატომ მოეწონათ „მასწავლებლად ყოფნა“.
აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - თინათინ ბურთიკაშვილი. IV კლასის მასწავლებელი - მზევინარ ტუნაძე გახლდათ, ხოლო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, კლუბ - „სიქას“ ხელმძღვანელი - ჯუმბერ ანთაძე.
„სკოლის მოსწავლეების სახელით ყველა მასწავლებელს ვულოცავთ პროფესიულ დღეს!“, - დღე კი მისალოცი სიტყვით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები: