
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში, მრავალფეროვანი ნომრებით დატვირთული საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
საგანგებოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს, თეატრალური წარმოდგენები დადგეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
სკოლის ყველა კუთხეში საშემოდგომო მოტივები იგრძნობოდა, მოსწავლეები დადებითი ემოციებით იყვნენ დახუნძლულები, მასწავლებლები კი - ბავშვების სამსახიობო უნარებით აღფრთოვანებულები.
„შემოდგომაა... ფოთოლცვენაა... მთელი და დოვლათიანი შემოდგომა საქართველოს!“ - ამ სიტყვებით კი, დასრულდა შთამბეჭდავი ღონისძიება ჯვარისის საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: