ლაჯანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
01-11-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა; სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის ინტელექტუალური და შემეცნებითი თამაში ტარდება და ბავშვებიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში გუნდურ-ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა ცოდნა, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203