გურიფულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს -  მასწავლებლის ეროვნულ დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
01-11-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში პედაგოგების შრომა და ღვაწლი დაფასებულია და სწორედ ამიტომ, მასწავლებლის ეროვნული დღე სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.

დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ეკა გერგაიამ და მისმა მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით კლასში სადღესასწაულო გარემო შექმნეს.

მოსწავლეებმა პედაგოგებს ლექსებით, სიმღერებითა და დიდი სიყვარულით მიულოცეს ეს დღე.

ბავშვებმა თავიანთი საყვარელი მასწავლებლების ღვაწლი, შრომა აღნიშნეს, რასაც მათ განათლებაში დებენ და მადლობა გადაუხადეს.

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით, სიხარულითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203