
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლა, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს შეუერთდა.
კვირეული ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე საინტერესო აღინიშნება, გამონაკლისი არც ზერტის სკოლა ყოფილა.
Xბ კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის - ნონა ტერტერაშვილის ხელმძღვანელობით საინტერესო პოდკასტი მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.
ასევე, IVა კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის - ნანა მიჩიტაშვილის ხელმძღვანელობით, ინფორმაციული პოსტერები შექმნეს.
IIბ კლასმა კი, მასწავლებელ - ეკატერინე ინაურთან ერთად, აქტივობა - „არა ბულინგს“, ჩაატარეს.
მოსწავლეებმა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გაცხრილვა ისწავლეს, ცრუ ინფორმაციის გარჩევაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებულობაში.
იხილეთ ფოტოები: