სენაკის N1 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელების სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია კოლხეთის ეროვნულ პარკში
01-11-2023

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ელენე წურწუმიას ხელმძღვანელობით, სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ.

აღნიშნული გასვლითი აქტივობა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საგნის სპეციფიკიდან და სასწავლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა.

მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად, პალიასტომის ტბა, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე დაათვალიერეს.

ისინი სანახაობით მოხიბლულები და კმაყოფილები დარჩნენ. „პალიასტომის ტბაზე შესაძლებლობა მოგვეცა პანტონებით გაგვესეირნა და დაგვეთვალიერებინა აღნიშნული ტერიტორია“, - გვიყვებიან სკოლაში.

ოფიციალური ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით კოლხეთის პარკის ადმინისტრაციამ ბავშვებს ლექცია „ბიომრავალფეროვნების დაცვის“ შესახებ ჩაუტარა.

ლექციას მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესით უსმენდნენ. ბავშვებმა საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღეს, რომელიც მომავალში გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203