ნაკრის საჯარო სკოლის 5 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
01-11-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში დიდი ინტერესეით მონაწილეობენ და  ამის დასტურია მათი წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონშიც“. 

კონკურსის პირველი ეტაპი მესტიის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის 31 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. 

კონკურსის პირველ ეტაპში ნაკრის საჯარო სკოლის შემდეგი 5 მოსწავლე მონაწილეობდა:

  • თეკლა ვიბლიანი - VIII კლასი;
  • ნინი ვიბლიანი - X კლასი;
  • ეთო ცინდელიანი - IX კლასი;
  • გიორგი ანსიანი - XI კლასი;
  • ნიკოლოზი ვიბლიანი - IX კლასი. 
ყველა მათგანი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203