სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით დიორამები შექმნეს
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში იაკოგ გოგებაშვილის იუბილე აღნიშნეს. თემატური აქტივობები მე-3
ე კლასში, დამრიგებელ მარიამ ჩაჩავას ხელმძღვანელობით, გაიმართა. მოსწავლეებმა დიდი მწერლის მოთხრობების მიხედვით დიორამები შექმნეს. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, მონდომებით იმუშავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეთა ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„მე-3
ე კლასში, რომლის დამრიგებელიც მარიამ ჩაჩავაა, არ წყდება სასწავლო სიურპრიზები და შემოქმედებითობა. ამჯერად, მოსწავლეებმა აღნიშნეს დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და კვირეული ასე დააგვირგვინეს.
ისეთი სისათუთითა და სიბრძნითაა შექმნილი, რომ ყველას, ყველას, ყველას განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა და რელიგიისა, შეაყვარებს თავს და შეასწავლის უთვალავ სიკეთესა და რჩევას, რომლებიც გამოადგებათ მთეელი ცხოვრების განმავლობაში.
და ეს საოცარი ქმნილებებია დიდი იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობები. ჩვენც ჩვენებურად გავაცოცხლეთ პერსონაჟები და დიორამების სახით, წარვუდგინეთ პარალელურს, უმცროსსა თუ უფროსს კლასელებს და ყველას გული სითბოთი აავსო ამ ნამუშევრებმა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: