მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული ოქტომბერი თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში 
01-11-2023

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობთ არაერთ შემეხნებით თუ შემოქმედებით საღამოს აწყობენ. 

მათ შორის, გამორჩეული იყო 27 ოქტომბერი, ღონისძიებებით დახუნძლული დღე - ამ დღეს სკოლაში, გაიმართა ღონისძიებები: „ოქროსფერი შემოდგომა“, „მასწავლებელთა ეროვნული დღე“ და „დიდი იაკობი“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასის მასწავლებლები და მასში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის თვითმმართველობის წევრები და დაწყებლითი კლასის მშობელთა კომიტეტის წევრები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ბავშვებმა მასწავლებლებს ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს ეროვნული დღე, მოეფერნენ ბარაქიან შემოდგომას და გაიხსენეს დიდი იაკობ გოგებაშვილი.

დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა. სკოლაში, ღონისძიებაში ჩართულ ყველა მონაწილეს დიდი მადლობას უხდიან და მათ წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203