ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-5 კლასში შავი ზღვის დაცვის დღეს შემეცნებითი აქტივობა მიეძღვნა 
01-11-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა მოეწყო. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნანა მალაყმაძის ხელმძღვანელობით, ეს დღე საინტერესოდ აღნიშნეს, მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობა გაიაზრეს და ისაუბრეს თუ რამდენად აუცილებელია სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გარემოზე ზრუნვა.

მოსწავლეებმა საკლასო ოთახი სიმბოლურად, ზღვისფერი ბუშტებით გააფორმეს და ბევრი იმხიარულეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობამ მხიარულად და ნაყოფიერად ჩაიარა. 

შეგახსენებთ, რომ 1996 წელს შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნის (უკრაინა, რუსეთი, რუმინეთი, თურქეთი, ბულგარეთი და საქართველო) წარმომადგენლებმა სტამბულში  ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღედ გამოცხადდა. ეს თარიღი 1997 წლიდან აღინიშნება საქართველოში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203