
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის საანბანო პერიოდი შთამბეჭდავი ღონისძიებებით დაიწყო.
Iბ კლასის მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში, მასწავლებელ - ქეთი ტუხაშვილთან ერთად იმოგზაურეს.
Iა კლასის მოსწავლეებს კი, წინ პედაგოგი - მარინე ფხოველიშვილი მიუძღვებოდა.
პედაგოგების დიდი შრომის შედეგად, მოსწავლეებისთვის საანბანო პერიოდის დაწყება თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოგზაურობას დაემსგავსა.
პატარები ქართულ ასო-ბგერებს გაეცნენ და მათი შესწავლა გაორმაგებული ენთუზიაზმით, ამაღლებული მოტივაციიტა და შემართებით დაიწყეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: