
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს დიდი საზოგადო მოღვაწე, მისი ბიოგრაფია, შემოქმედება და იმსჯელეს ქართველი ერისთვის გაღებულ ღვაწლზე.
ღონისძიება მეტად მრავალფეროვანი გახადა მოსწავლეების საინფორმაციო პლაკატებმა, რომლებიც საკლასო ოთახში წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები: