
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ სასკოლო აქტივობებში, არამედ სხვადასხვა კონკურში წარმატებით მონაწილეობენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეოთხეკლასელი ალექსანდრე გვილია, რომლის პედაგოგი ნათია სამუშია გახლავთ. მან ინგლისური ენის ოლიმპიადაში პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო.
მოსწავლემ ინგლისური ენის ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინა და სკოლა ასახელა.
მოსწავლის წარმატებით სკოლაში ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.