ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
კონკურსის პირველ ეტაპში 6 მოსწავლე - გვანცა ტვილდიანი, გიორგი ტვილდიანი, როინ მეშველიანი, თინა მუსელიანი, გიორგი ლიპარტელიანი და მარიამ ლიპარტელიანი მონაწილეობდნენ. ყველა მათგანი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
რცხმელურის საჯარო სკოლიდან მეორე ეტაპზე 5 მოსწავლე გადავიდა, ისინი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„ეს არის პროექტი, რომელშიც წლებია წარმატებით მონაწილეობენ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ჩვენ გვიყვარს „ეტალონი“. ბევრი ასეთი საგანმანათლებო პროექტი სკოლებს“,- აღნიშნავენ რცხმელურის საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტო: