თბილისის N74 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულთან დაკავშირებით, საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა
31-10-2023
თბილისის N74 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას შესაბამისი აქტივობებით უერთდებიან. 

ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულთან დაკავშირებით, საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა კლასში პრეზენტაციები ჩაატარეს. გარდა ამისა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, თემატური პლაკატები შექმნეს და თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს. 

აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა, შედეგდ კი, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203