„ანბანის შემობრძანება“ -  ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
31-10-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში პირველმაკლასელებმა ანაბის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

პირველკლასელებს მასწავლებელმა ლიდა გურგუჩიანმა ეს დღე დღესასწაულად უქცია და ღონისძიება - „ანბანის შემობრძანება“ ჩაატარა.

გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რომლებიც ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმით შეასრულეს.

ისინი ასო-ბგერებს მონდომებით აკვირდებოდნენ და თავადაც ცდილობდნენ მათ მოხაზვას.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203