კოსტიუმირებული ზეიმი და მადლიერების დღე  - დღესასწაული ჭალადიდის საჯარო სკოლაში 
31-10-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის IV-V კლასების მოსწავლეებმა, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. 

პედაგოგ - ჯული ხასიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, უცხოურ ტრადიციებს გაეცნენ და მადლიერების დღე საზეიმოდ აღნიშნეს. 

აღსანიშნავია, რომ კომპლექსური დავალების თემა - ჰელოუვინი გახლდათ. მოსწავლეები 2 ჯგუფად დაიყვნენ, გუნდურად იმუშავეს და თემატური პოსტერები შექმნეს.

ასევე, ბავშვებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები და გაუზიარეს ერთმანეთს.

დღე მეტად შთამბეჭდავი გახადა მოსწავლეთა კოსტიუმირებულმა წარმოდგენამ, ბავშვებმა მათთვის საყვარელი ზღაპრის გმირების ნიღბები მოირგეს და სპეციალურად ჰელოუვინისთვის დამზადებულ სამოსში გამოეწყვნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203