შავღელეს საჯარო სკოლაში ჰელოუინი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა 
31-10-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში, სხვადასხვა ქვენების კულტურებს მოსწავლეები დიდი ინტერესით ეცნობიან და ამის მაგალითია Hallowen- ის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიება.

აღნიშნული ღონისძიება მე-4 კლასში, ინგლისურის მასწავლებლის - ზაირა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა - ბავშვებმა Hallowen-ის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და თემატური პოსტერები დაამზადეს.

მათ ასევე მოძიებული ინფორმაციებისა და შექმნილი ნამუშევრების შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს. ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203