„ვარდისფერი ოქტომბერი“ - შემეცნებითი აქტივობა წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში 
31-10-2023

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში, შემეცნებითი აქტივობა - „ვარდისფერი ოქტომბერი“, გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ აქტივობის მიზანი, მოსწავლეებში გეგმური გამოკვლევების შესახებ ცნობიერების ამაღლება გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობაში ჩართულები იყვნენ მოხალისე მოსწავლეები, რომლებმაც საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს, შექმნეს ბუკლეტები და დამსწრეებს გადასცეს.

ასევე, მოსწავლეებმა მოსახლეობას მოუწოდეს, რომ პროფილაქტიკის მიზნით, ჩაიტარონ სკრინინგ ცენტრებში გამოკვლევები და ჯანმრთელობა პრიორიტეტულ საზრუნავად აქციონ.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203