„ქარვისფერი შემოდგომა“ ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს
31-10-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში საშემოდგომო დღეებია. 

„ქარვისფერი შემოდგომა“ - ასეთი სახელწოდებით, II კლასში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი შემართებითა და მოტივაციით მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებაზე ბავშვებმა შემოდგომაზე ისაუბრეს, მრავალფეროვანი საშემოდგომო კუთხე მოაწყვეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და სიმბოლურად ჩურჩხელები ამოავლეს. 

ღონისძიება დამრიგებელის - სოფიკო ანთიას ხელმძღვანელობით გაიმართა. 

სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა განწყობაზე ზრუნვას, მათთვის საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნასა და მოტივაციის გაზრდას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203