ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს სპორტულ აქტივობებსა და შეჯიბრებებს მონდომებით სთავაზობენ.
ამჯერად, სპორტის პედაგოგების ინიციატივითა და მე-2, მე-3 და მე-4 კლასელების ჩართულობით, დაწყებით კლასებში სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები და სპორტული უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. ეს დღე დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს უღვივებს.
იხილეთ ფოტოები: