ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
31-10-2023
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრას იმერეთის რეგიონში ცენტრის წარმომადგენელი - მარიკა ვაჭარაძე უძღვებოდა. მან ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

ცენტრის წარმომადგენელმა, სტაჟიორმა ნინა მიქიაშვილმა მოსწავლეებს თემატური პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც შემდეგი თემები იქნა წარმოდგენილი: ნატო-ს შექმნის ისტორია, გაფართოება. მარიკა ვაჭარაძემ კი მოსწავლეებს ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპები და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციები გააცნო. ყურადღება გამახვილდა იმ უმნიშვნელოვანეს თარიღებზე, რომელიც დასავლური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ნატო-სთან და ევროკავშირთან აკავშირებს.

როგორც „პროგრესში“ ამბობენ, შეხვედრის დასასრულს, სამაგიდე თამაში EU&NATO მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა ორმა გუნდმა ითამაშა. გუნდებს მენტორობას დეველოპერული ჰაბის ხელმძღვანელი, ჭაბუკი ჭეიშვილი უწევდა, რომელიც სკოლა „პროგრესში“ სამაგიდო თამაშების კლუბს ხელმძღვანელობს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203