„მშობლიური ენის კვალდაკვალ“- ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა
31-10-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღებიც.
რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, დაწყებით სკოლაში ღონისძიება - „მშობლიური ენის კვალდაკვალ“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს, იმღერეს.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი - ქეთევან მურცხვალაძე, ღვაწლმოსილი პედაგოგი - რომან მუშკუდიანი და მოსწავლეთა მშობლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“