ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ მასწავლებლის ეროვნული დღე იზეიმეს 
31-10-2023
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ მასწავლებლის ფასდაუდებელ შრომას სასკოლო საზოგადოება აფასებს. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებული სიყვარულით აღინიშნა. ეს მნიშვნელოვანი პროფესიული თარიღი პედაგოგებს მოსწავლეებმა და სკოლის ხელმძღვანელობამ მიულოცეს.

„მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად აღინიშნება ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს - 27 ოქტომბერს.

ძალიან გვიხარია რომ კიდევ ერთხელ გვქონდა საშუალება, თქვენთან ერთად გვეზეიმა ესეთი განუმეორებელი დღესასწაული.
დიი მადლობა განათლებისადმი თქვენი ურყევი ერთგულებისთვის, გილოცავთ მასწავლებელთა ეროვნულ დღეს“,- ამბობენ „პროგრესში“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203