ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ღონისძიებით მიულოცეს
31-10-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში მომავალი თაობის განვითარების საქმეში მასწავლებლების წვლილსა და შრომას ძალიან ააფასებენ.
ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. თემატური ღონისძიება IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური პედაგოგის მანუშაკ კიურეღიანის ხელმძღვანეობით, გამართეს.
მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და მადლობის ნიშნად, ყვავილები აჩუქეს. ღონისძიებას სხვა კლასების მოსწავლეებიც შეუერთნდნენ, VIII-კლასელებმა პედაგოგებს სიურპრიზი მოუწყვეს და ყვავილები უსახსოვრეს.
ღონისძიება სხვადასხვა ნომრით იყო დატვირთული, მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს. აქტივობა როგორც ქართულ, ისე სომხურ და რუსულ ენებზე გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“