ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნიერების კვირეულთან დაკავშირებით შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა
31-10-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამის დასტურია, სკოლის ბიბლიოთეკაში (ბიბლიოთეკარი დარეჯან გედენიძე) მე-8 კლასის მოსწავლეთა, რომელთა დამრიგებელი ვახტანგ შარადენიძეა „წიგნიერების კვირეულთან“ დაკავშირებით ჩატარებული საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება.

ბიბლიოთეკარი დარეჯან გედენიძე მოსწავლეებს ესაუბრა ბიბლიოთეკების, ზოგადად, წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ, თუ რა როლი აქვს მას ადამიანის სულიერ და გონებრივ განვითარებაში.

დამრიგებელმა კი მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში არსებული ისტორიული საბავშვო ენციკლოპედიები გააცნო.

ბავშვები პედაგოგს ყურადღებით, ინტრესითა და მონდომებით უსმენდნენ. მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს მეტად უღვივებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203