ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ვიზიტი მარანში 
31-10-2023

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის II კლასის მოსწავლეები, რომელთა დამრიგებელი ქრისტინე ნიკოლეიშვილი გახლავთ, საშემოდგომო ღონისძიებისთვის, „მათეს მარანს“ ესტუმრნენ. 

ბავშვები აღნიშნულ დღეს სხვადასხვა აქტივობაში დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით ჩაერთნენ. მეორეკლასელებმა მარანი ყურადღებით დაათვალიერეს და თათარაში ჩურჩხელები ამოავლეს, რამაც მათ განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

მეორეკლასელებმა ასევე აღნიშნულ დღეს სხვადასხვა სიმღერა შეასრულეს, მუსიკალური ნიჭი წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარაეს.

შემოდგომა-ფოთოლცვენის სიზმარია“ - ასე ახასიათებენ წელიწადის ამ დროს მოსწავლეები. გასვლითი-აქტივობა კი მათთვის დაუვიწყარი და სახალისო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203